ჩვენ შესახებ

მისია

სიეფაი გრუპის გუნდი ხელს უწყობს კომპანიის კლიენტების კეთილდღეობას. ჩვენ, როგორც პრგრესირებადი და მზარდი კომპანია, ვზრუნავთ იმ საზოგადოების განვითარებაზე, რომლის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვქმნით საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ჩვენი სწრაფვაა ვიყოთ საუკეთესოები, რათა ჩვენთან მარტივი იყოს თანამშრობლობა. ჩვენი აქციონერებისთვის ამ პრინციპებით არსებობას მოაქვს მდგრადი ღირებულება.

ჩვენი კლიენტები

გვინდა, რომ კლიენტები გვირჩევდნენ ჩვენ, ამიტომ ჩვენს საქმიანობაში ვხელმძღვანელობთ მათი ინტერესებით.

კომპანიის დამოკიდებულება კლიენტის მიმართ ეყრდნობა მომსახურების მაღალ კულტურას, რაც გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ ურთიერთგაგებას, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ხარისხი, ურთიერთნდობა, პროფესიონალიზმი და გამჭვირვალობა.

ჩვენი თანამშრომლები

ჩვენს თანამშრომლებს ვაძლევთ განვითარებისა და პროფესიონალური ზრდის საშუალებას. არ ვტოვებთ უყურადღებოთ დამსახურებებს პროფესიონალურ საქმიანობაში. ვისწრაფით იმისკენ რომ ჩვენი კომპანია იყოს საუკეთესო სამსახური ნიჭიერი და მაღალმოტივირებული სპეციალისტებისათვის.

ყურადღებას ვაქცევთ შეტანილ წვლილს კომპანიის საქმიანობაში და ვცდილობთ გავიზიაროთ მათი მოსაზრებები. ვენდობით და პატივს ვცემთ ჩვენს თანამშრომლებს. ვაწესებთ ყურადღებიან და ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურის, აზრთა განსხვავების და სამოქალაქო თავისუფლების ინსტიტუტების მიმართ.

აქციონერები და მარკეტი (ბაზარი)

ბიზნესი უნდა იყოს მომგებიანი. გვინდა რომ აქციონერები და ის მარკეტი სადაც ვმოღვაწეობთ იყოს კმაყოფილი და ამაყობდეს იმ გზით, რომლითაც მიღწეულ იქნა შედეგი.

ლიდერობაზე ვაკეთებთ აქცენტს, როგორც სარგებელის ზრდის საფუძველზე.

საზოგადოება

გვინდა, რომ აღგვიქვავდნენ, როგორც ძლიერ ინოვაციურ გუნდს. ვართ აქტიური „კორპორატიული მოქალაქე“ და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.

ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და ვცდილობთ შევიტანოთ პოზიტიური წვლილი საზოგადოების ცხოვრებაში.

ვალუტა

გაყიდვა

ყიდვა

USD 2.4990 2.4010
EUR 2.7090 2.5890
USD 2.4498
EUR 2.6436